LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს კაცი არის სისხლით ხორცამდე რუსი… თქვენი არავის ეშინია, დროა ჩაალაგოთ ჩემოდნები და მოემზადოთ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის“ – სააკაშვილი ივანიშვილზე

189
მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი

„ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლა არ იყო ქართველის გამოჩენა. ეს კაცი არის სისხლით ხორცამდე რუსი და აჟღერებს რუსულ მესიჯებს“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მმართველი გუნდის ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის დღეს „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

„უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება და საქართველოს მიმართ ინტერესები ფუნდამენტურად შეიცვლება“ – ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი – საკმარისია გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფეიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფეიერვერკს მივიღებთ

„ვისაც რამის დანახვა შეუძლია, ხედავს, რომ ის და მისი ბანდა წარმოადგენენ პირდაპირ და უზარმაზარ საფრთხეს თითოეული ქართველის უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის და მომავლისთვის.

მათ ხელში საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მომავალი არ უწერია. მათ არაფერი კარგის გაკეთება არ შეუძლიათ, მხოლოდ გაფუჭებას გააგრძელებენ დაჩქარებული ტემპით.

კარგი ამბავი ისაა, რომ ქართველი ხალხი დიდი ხანია ყველაფერს მიხვდა. აზვირთებულია დიდი საარჩევნო ტალღა, რომელიც მაფიოზურ რეჟიმს წალეკავს ოქტომბერში.

ჩვენ ვეუბნებით მათ – თქვენი არავის ეშინია, დროა ჩაალაგოთ ჩემოდნები და მოემზადოთ საქართველოს თქვენი მმართველობისგან გათავისუფლებისთვის, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის“, – წერს სააკაშვილი.

„სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“ – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g