ჯენიფერ ენისტონმა გამოცემა Vanity Fair-თან მიცემულ უახლეს ინტერვიუში გულახდილად გაიხსენა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პერიოდი მის ცხოვრებაში, – ყოფილი მეუღლის, ბრედ პიტის, ღალატი და მისი რომანი ანჯელინა ჯოლისთან.
„მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარ თავს ვუმეორებდი, უბრალოდ თავი ხელში აიყვანე და განაგრძე ცხოვრება. ეს მედიის საშუალებით შევიტყვე, შოკი იყო. საზოგადოებისთვის ჩემი ტანჯვა ერთგვარ შოუს დაემსგავსა. სამწუხაროა, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. იმ დროს არ მეყო ძალა, რომ ეს გულთან ახლოს არ მიმეტანა“, – აცხადებს 56 წლის ჯენიფერი, რომელიც ახლა თავს ბედნიერად გრძნობს და ქოუჩთან და ჰიპნოთერაპევტთან, ჯიმ კერტისთან ახალი რომანით ტკბება.
დადასტურდა – სიყვარული ჯენიფერ ენისტონმაც იპოვა – 56 წლის მსახიობი ჰიპნოთერაპევტთან გამოიჭირეს
აღსანიშნავია, რომ მან მეუღლის ღალატი მედიის საშუალებით შეიტყო. 2005 წლის აპრილში ჟურნალისტებმა გაავრცელეს პაპარაცული ფოტოები, სადაც პიტი და ჯოლი ერთად კენიაში ისვენებდნენ.

მიუხედავად ყველაფრისა, წლები გასვლის შემდეგ, წყვილმა შეძლო მეგობრული ურთიერთობის აღდგენა. თავად ჯენიფერის თქმით, ისინი დღეს ახლო მეგობრები არიან.
შეგახსენებთ, ენისტონი და პიტი 2000 წლიდან 2005 წლამდე იყვნენ დაქორწინებულები. მათი განქორწინების მიზეზი, სწორედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის რომანი გახდა.








