LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ნაბიჯები არ იქნებოდა საჭირო, თავის არიდების მეთოდოლოგია რომ არ მოეფიქრებინათ, რაზეც ხმამაღლაც განაცხადეს ევროკომისიის დონეზე“ – თენგიზ შარმანაშვილი საკანონმდებლო ცვლილებაზე

110
თენგიზ შარმანაშვილი

„ეს ნაბიჯები არ იქნებოდა საჭირო, თავის არიდების მეთოდოლოგია რომ არ მოეფიქრებინათ. მათ არა თუ მოიფიქრეს, არამედ დააანონსეს და ხმამაღლაც განაცხადეს ევროკომისიის დონეზე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრის დროს განაცხადა.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი

„ვინაიდან მათ დააანონსეს, რომ უკანონოდ აპირებდნენ დაფინანსებას, ჩვენც რა თქმა უნდა, მივიღებთ ზომებს. ის ფილიალები საერთაშორისო ორგანიზაციებისა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ან ვინც თავი აარიდა საქართველოში ამ დეკლარაციების შევსებას და გადარეგისტრირდნენ უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში, თუ არ ვცდები, ძირითადად ესტონეთში, რა თქმა უნდა, თუ მათი ძირითადი საქმიანობა საქართველოს შეეხება და ისინი ოპერირებენ საქართველოში, რა თქმა უნდა, ისინი თუ მიიღებენ გრანტს, რომელიც უნდა დაიხარჯოს საქართველოში, ამაზე ნებართვა დასჭირდებათ.

ეს ნაბიჯები არ იქნებოდა საჭირო, თავის არიდების მეთოდოლოგია რომ არ მოეფიქრებინათ. მათ არა თუ მოიფიქრეს, არამედ დააანონსეს და ხმამაღლაც განაცხადეს ევროკომისიის დონეზე“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება

გია ვოლსკი: „ყოველგვარ ლოგიკას სცდება პარტნიორების განცხადებები, რომ ქვეყანა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უნდა მართონ და ამ ჯგუფებით დააფინანსონ ექსტრემისტული პროცესები… წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა მარტა კოსმა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g