ცნობილი რუსი მუსიკოსი, ჯგუფ „აკვარიუმის“ სოლისტი ბორის გრებენშიკოვი, უკრაინაში რუსულ აგრესიას აპროტესტებს, ის სოციალურ ქსელებში ვიდეოს აქვეყნებს: „ომი რუსეთსა და უკრაინას შორის ესაა კოშმარი, ხალხი ვინც ეს დაიწყო, რუსეთის სირცხვილი“, – წერს მუსიკოსი, რომელიც რუსულ აგრესიას ჯერ კიდევ ომის დაწყების პირველივე დღეებში გამოეხმაურა.
გრებენშიკოვის ამ ვიდეო მიმართვას მალევე გამოეხმაურნენ სხვა არტისტები, რომლებმაც ღიად დაგმეს პუტინის დიქტატურა, მათ შორის იური შევჩუკი, ანდრეი მაკარევიჩი, ზემფირა.
ვიდეო: უკრაინელი მომღერლის, ტინა კეროლის თვალცრემლიანი მიმართვა ტაძრიდან