LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს პროვოკაციაა მკვეთრად ჩანს! მისთვის სანდო ხელისუფლების პატრულს რატომ არ დაურეკა საშველად“ – თაკო ჩარკვიანი „სპარის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაზე

242
თაკო ჩარკვიანი

2 ნოემბერს, თბილისში, სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტს, რომელშიც, შსს-ს ცნობით, ჯაკო [ჯანსუღ] ჩარკვიანი მონაწილეობდა, ჯანო ჩარკვიანის მამიდა, პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

თაკო ჩარკვიანის სიტყვებით, „მკვეთრად ჩანს, რომ ეს პროვოკაციაა“.

„ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვამართლებ, ნამდვილად ასე იყო…“ – რას ამბობს თაკო ჩარკვიანი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებს შორის ერთ-ერთი ჯაკო ჩარკვიანია

„მაინტერესებს! მანჩო გიორგობიანი არის საყოველთაოდ ცნობილი, თავგადადებული მეხოტბე ამ ხელისუფლების, შემომწირველიც კი და .ა.შ.

ახლა მე ვკითხულობ, მისთვის სანდო ხელისუფლების პატრულს რატომ არ დაურეკა საშველად. ღამე რატომ დაურეკა გარდაცვლილი შვილის მეგობრებს „მომეშველეთ, მირტყამენ, მცემესო“.

კითხვა ლეგიტიმურია, რა არის ეს, პროვოკაცია თუ რა? რატომ უნდა შეიყვანო შეცდომაში შვილის ტოლი ბიჭები. რატომ?! მე ამას არავის გამართლების გამო არ ვწერ.

ვიდეოზეც ჩანს ყველაფერი, როგორ ეუბნება ეს ქალბატონი, „აი, ამანაც მცემაო“…

და მაინც, ღამე გარდაცვლილი მეგობრის დედა რომ გირეკავს, მცემენ, მიშველეო, პირველი რეაქციაა, რომ ალბათ გარბიხარ საშველად, მით უფრო, ამ დროში… როცა სანდოობა დაკარგულია სამართალდამცავების მიმართ. სამწუხაროდ, მოშლილია კანონი და სამართალი, აღარ არსებობს ობიექტურად გარკვევის სანდოობა, მექანიზმი ადამიანებისთვის.

აი, თავად რატომ არ დაურეკა მანჩო გიორგობიანმა მისთვის სანდო ხელისუფლების მისთვის სანდო პატრულს?!

მნიშვნელოვანი კითხვაა და ლეგიტიმური! ეს პროვოკაციაა მკვეთრად ჩანს!“ – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ „სპარში“ ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მანანა გიორგობიანი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მაინტერესებს! მანჩო გიორგობიანი არის საყოველთაოდ ცნობილი ,თავგადადებული მეხოტბე ამ ხელისუფლების , შემომწირველიც კი და…

Posted by Tako Charkviani on ოთხშაბათი, 05 ნოემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g