LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიფრიფანა გოგო გადაუდგა შავრაზმელებს გმირულად, არ ვიცნობდი, მოვიდა, ჩამეხუტა, ვიტირეთ ერთად…” – რას წერს გუშინდელი აქციის ცნობილ ფოტოზე აღბეჭდილი ქალი

20632
აქცია პარლამენტთან

გუშინ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, 84 ხმით, პროტესტის ფონზე დაამტკიცა. პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან იმართებოდა საპროტესტო აქცია შეძახილებით: „არა რუსულ კანონს!“.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას აქციაზე საპროტესტო შეძახილები მოჰყვა. მალევე გავრცელდა დემონსტრანტების ფოტოები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ემოციურად შეხვდნენ აქციის მონაწილეები კანონის საბოლოოდ მიღებას.

ერთ-ერთ ფო­ტო­ზე ხე­ლო­ვა­ნი ირა ლავ­რი­ნენ­კოა, რომლის გვერდით თვალცრემლიანი გოგონა დგას.

როგორც მხატ­ვა­რი და გრა­ფი­კო­სი წერს, გო­გო­ნას, რო­მე­ლიც მას­თან ერთად არის ფოტოზე აღბეჭდილი, არ იცნობს.

„ვღრიალებთ ეს საყვარელი გოგო და მე… ეს გოგო პატარა, გადასარევი, არ ვიცნობდი და მოვიდა, ჩამეხუტა, სიფრიფანა გოგო გადაუდგა შავრაზმელებს გმირულად. მოკლედ ვიტირეთ ერთად”, – წერს ირა ლავრინენკო.

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

ფოტო: გოგა ჩანადირი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები