2025 წლის 8 მარტს, მომღერალმა რატი დურგლიშვილმა და სალომე ჩიტაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მსმენელს სიმღერა „ქაღალდის ნავი“ შესთავაზეს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
სალომე ჩიტაძის დედა, მომღერალი მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს სიმღერა 2025 წლის 8 მარტს გამართული კონცერტის „მარგალიტია“
„ეს სიმღერა ამ კონცერტის მარგალიტი გახდა 🙌❤️ რომელიც 2025 წლის 8 მარტს ჩავატარეთ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ❤️ ეს ფანტასტიკური სიმღერა ეკუთვნის ჩემს უსაზღვრო ნიჭიერ რატის Rati Durglishvili ❤️ და ახალი ფერი რომელიც ამ სიმღერას საოცრად ამშვენებს ჩემი სიამაყე შვილი სალომეა Salome Chitadze ❤️ საოცარი გაორკესტრება, რომელსაც გადავყავარ ფილმის, მულტფილმის სამყაროში. ამისთვის დიდი მადლობა ჩვენს მაესტროს Davit Mazanashvili პ.ს ისიამოვნეთ და დაელოდეთ შემდეგ სიმღერებს ჩემს youtobe გვერდზე“, – წერს მაკა ზამბახიძე.