LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან ძვირფასია… ისეთ გრძნობებზეა, რომელიც ყველასთან ახლოს არის“ – გიორგი ცხადაძე პრემიერით „არ დაიდარდოში“

155
გიორგი-ცხადაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ გიორგი ცხადაძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს სიმღერა „უფლება“ წარუდგინა.

ვისაუბროთ სიმღერაზე „უფლება“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ალბათ, ერთი 10 წლის წინ მოვისმინე, როცა ოთარ რამიშვილის კონცერტზე ვიყავი. მაშინ, ეს სიმღერა არაჩვეულებრივმა მომღერალმა, მიშა კოშკაძემ იმღერა. ტექსტი გიორგი მახარობლიძეს ეკუთვნის. სიმღერა ისეთ გრძნობებზეა, რომელიც ყველასთან ახლოს არის. მიუხედავად იმისა, რომ ძველი სიმღერაა, ყოველთვის აქტუალურია. სიმღერის არანჟირება ირაკლი სანაიას ეკუთვნის. სიმღერაში ტანგოს ელემენტებიც შემოვიტანეთ. საკმაოდ მრავალფეროვანი და ძალიან მაგარი მუსიკოსები ჩაერთნენ ამ სიმღერის შექმნაში და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. მიქსინგი კობა მესხიას ეკუთვნის.

როდის გაგიჩნდა ამ სიმღერის ჩაწერის იდეა?

რაღაცნაირად, ყოველთვის ჩარჩენილი მქონდა გონებაში. ვფიქრობდი, რომ ოდესმე გავაკეთებდი. გადაცემისთვის „აკუსტიკა“ უნდა ამერჩია 5 სიმღერა, რომელსაც ვიმღერებდი და რომელიც ყველაზე ახლოს იყო ჩემთან და გადავწყვიტე, რომ ერთ-ერთი აუცილებლად „უფლება“ ყოფილიყო. საოცარი გამოხმაურება ჰქონდა ვიდეოს. ძალიან მიხარია, რომ მსმენელს ეს სიმღერა მოეწონა.

როგორია სამომავლო გეგმები?

ზაფხული ძალიან დატვირთულია, ბათუმში უკვე გაიხსნა კონცერტების სეზონი.

როგორი დამოკიდებულება გაქვს შენს გულშემატკივართან?

ხანდახან, როცა ბილეთების ამბებზე მწერენ, ვცდილობ, რომ ყველა მივიყვანო კონცერტზე. ადამიანს რომ რაღაც ბენდის მოსმენა უნდა, რა თქმა უნდა, უნდა დაპატიჟო. სპექტაკლებზეც ვეპატიჟები ხოლმე. ვცდილობ, რომ სიურპრიზები გავუკეთო.

გიორგი ცხადაძე – უფლება

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გიორგი ცხადაძე – ნახე როგორ წვიმს

გიორგი ცხადაძე. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები