LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს სიყვარულია – რობერტ პატინსონმა საყვარელი ქალი წითელ ხალიჩაზე პირველად გამოაჩინა

268
page

რობერტ პატინსონი და მოდელი, სუკი უოტერჰაუსი ერთმანეთს უკვე ოთხი წელია ხვდებიან. მართალია, წყვილი პაპარაცების ობიექტივში არაერთხელ მოხვედრილა, თუმცა ისინი ოფიციალურად ერთად აქამდე არ გამოჩენილან.

რამდენიმე საათის წინ, ლონდონში „დიორის“ 2023 წლის pre-fall კოლექციის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც 36 წლის მსახიობი თავის რჩეულთან ერთად საჯაროდ პირველად გამოჩნდა. რობერტს წითელ ხალიჩაზე სპილოს ძვლისფერი კოსტიუმი ეცვა, რომელსაც მან ყავისფერი, ყელიანი ზედა შეუხამა, მისი საყვარელი ქალბატონი კი ღია ღვინისფერ, დახვეწილ კაბაში ბრწყინავდა. წყვილი ერთმანეთს საოცრად შეყვარებული მზერით უცქერდა.

ბინდის მეფე – რობერტ პატინსონი „დიორის“ ახალი კოლექციის რეკლამაში

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული რობერტ პატინსონი თავს შესანიშნავად გრძნობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები