LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სურათი, რომელსაც დღეს აქტიურად აფრიალებენ 2003 წელს არის გადაღებული.. გმადლობთ წარსულის „შეხსენებისათვის“ – როგორ ეხმაურება დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს

741
Untitled design (3)

საქართველოს კულტურის პალატის დირექტორი, დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად წლების წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

დათო ოქიტაშვილი განმარტავს, როდის დისტანცირდა „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მიხეილ სააკაშვილისგან:

„ეს სურათი, რომელსაც დღეს აქტიურად აფრიალებენ სოციალურ ქსელში, 2003 წელს არის გადაღებული.

მაშინ ყველას გვჯეროდა, რომ ცვლილებების და პროგრესული ნაბიჯების გადადგმის დრო მოვიდა, მაშინ ბევრი ვუჭერდით მხარს ახალ ძალას, რომლის ლიდერიც მიშა გახდა.

ჩემი დისტანცირება და დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ზურაბ ჟვანია მოკლეს!

ეს არც არასოდეს დამიმალავს, ასე რომ, გმადლობთ წარსულის „შეხსენებისათვის“.

ეს ფოტო არ მქონდა და ახლა შევინახავ – ისტორიაა!“ – წერს დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში 30 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შოუბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით ვიდეორგოლი გავრცელდა.

ვიდეომიმართვაში მონაწილეობს საქართველოს კულტურის პალატის დირექტორი, დათო ოქიტაშვილიც, რომელიც განმარტავს, ტუ რატომ მიდის აქციაზე.

ვიდეომიმართვას არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა სოციალურ ქსელში.

 

ეს სურათი, რომელსაც დღეს აქტიურად აფრიალებენ სოციალურ ქსელში, 2003 წელს არის გადაღებული. ????
მაშინ ყველას გვჯეროდა, რომ…

Posted by Dato Okitashvili on პარასკევი, 28 აპრილი, 2023

 

„მოვდივარ“ – ჩვენი შვილების მომავლისთვის – ამ სახელწოდების აქცია გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა დააანონსა.

შეკრება 30 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

„ეს შეკრება ირიბად იქნება იმ პოლიტიკის მხარდასაჭერად, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების მიერ ხორციელდება“ – ვატო შაქარიშვილი

„ნაციონალები“ კიდევ წამოყელყელავდნენ.. მივდივარ, აბა რას ვშვრები, დაინახონ რამდენი ვართ, რომ არ გულაობდნენ ჩვენს თავებზე“ – ქეთი დოლიძე 30 აპრილის აქციაზე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g