LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ესეც მამიჩემის ვარსკვლავი, მადლობა“ – რა კადრებს გვიზიარებს გიორგი ყიფშიძე

31306
ფორტუნა (27)

მარჯანიშვილის თეატრის წინ ზურაბ ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიებას მსახიობის მეგობრები, ოჯახის წევრები და კოლეგები ესწრებოდნენ.

ვარსკვლავის გახსნამდე, თეატრში „მეფე ლირის“ ჩვენება გაიმართა.

გიორგი ყიფშიძე სოციალურ ქსელში მამის ვარსკვლავის გახსნის კადრებს აზიარებს:

„ესეც მამიჩემის ვარსკვლავის გახსნა, მადლობა“, – ამბობს გიორგი ყიფშიძე.  

შეგახსენებთ, ზურაბ ყიფშიძეს 10 აგვისტოს 70 წელი შეუსრულდა.

1976 წლიდან, ზურაბ ყიფშიძე კინომსახიობთა თეატრისა და კინოსტუდია “ქართული ფილმის” მსახიობი იყო. მონაწილეობდა 50-ზე მეტ ფილმში, მათ შორის:

„როცა აყვავდა ნუში“, „სურამის ციხე“, „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „დონ კიხოტი“, „მარტოხელა მონადირე“, „წუთისოფელი“, „ამბავი სურამის ციხე“ და სხვა…

აგრეთვე სპექტაკლებში: „შუშანიკის წამება“, „ჩვენი პატარა ქალაქი“, „მამა“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“ და სხვა

ვიდეო: ზურა ყიფშიძის ვარსკვლავი „როცა აყვავდა ნუშის“ მუსიკის ფონზე გაიხსნა – მსახიობის ემოციები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g