LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ზურა ყიფშიძის ვარსკვლავი „როცა აყვავდა ნუშის“ მუსიკის ფონზე გაიხსნა – მსახიობის ემოციები

1627
ფორტუნა (25)

მარჯანიშვილის თეატრის წინ ზურაბ ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიებას მსახიობის მეგობრები, ოჯახის წევრები და კოლეგები ესწრებოდნენ.

ვარსკვლავის გახსნამდე მარჯანიშვილის თეატრში „მეფე ლირის“ ჩვენება გაიმართა. მსახიობს აღნიშნულ სპექტაკლში შესრულებული მთავარი როლისთვის ორჯერ აქვს მიღებული პრემია მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.

მსახიობის ვარსკვლავი ფილმ „როცა აყვავდა ნუშის“ მუსიკის ფონზე გაიხსნა.

ზურაბ ყიფშიძეს აგვისტოში 70 წელი შეუსრულდა.

ზურა ყიფშიძის ვარსკვლავის გახსნის კადრებს თუმანიშვილის თეატრი ავრცელებს და მსახიობს წარმატებას ულოცავს.

სლაიდზე ფოტოები: დავით ოქიტაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები