ამ დღეებში, პაპარაცებმა ეშტონ კატჩერი ექს-მეუღლის, დემი მურისა და ბრიუს უილისის უფროსი ქალიშვილის, რუმერის გარემოცვაში დააფიქსირეს.
ამერიკელი მსახიობები ობიექტივში მაშინ ამოიღეს, როცა ისინი ერთ-ერთ რესტორანში სასადილოდ შედიოდნენ. ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს უღიმის.
შეგახსენებთ, რომ ეშტონ კაჩერმა და დემი მურიმ ურთიერთობა 2005 წელს დააკანონეს. მათი განქორწინებიდან 5 წელი გავიდა.