LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი აპირებს, რომ გადასახადები დაუწესოს იმ სახლებს, რომელთა მეპატრონეებიც ევროპელები არ არიან

104
67cd5ab0-d251-11ef-94cb-5f844ceb

ესპანეთი გეგმავს, რომ 100%-იანი გადასახადი შემოიღოს იმ უძრავი ქონებისთვის, რომელიც იმ ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ ნაყიდი, რომლებიც ევროკავშირის შემადგენლობაში არ არიან. ამის შესახებ BBC წერს.

ინიციატივის ავტორი პრემიერი პედრო სანჩესია, რომელმაც ქვეყანაში საცხოვრებლის კრიზისის მოგვარება გადაწყვიტა. უძრავი ქონების ფასები გაიზარდა და ბევრი ესპანელისთვის სახლის ყიდვა უკვე შეუძლებელი ხდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულში საცხოვრებლის ფასები მთელ ევროპაში გაიზარდა, თან თითქმის 48%-ით. ესპანეთში მიიჩნევენ, რომ ქვეყნების მდიდრებად და ღარიბებად დაყოფა საერთოდ არ შეიძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები