ესპანეთის ვიზა დისტანციურად დასაქმებულებისთვის უკვე მეორე წელია მსოფლიოში საუკეთესო ხდება. ამის შესახებ Digital Nomad Visa-ს რეიტინგში წერია.
სიის შედგენისას სპეციალისტებმა სხვადასხვა ფაქტორები გაითვალისწინეს, ისეთი რომელიც საზღვრებს გარეთ მცხოვრები დისტანციურად დასაქმებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია. მათ შორისაა – დისტანციურად დასაქმებულთა ვიზის ხელმისაწვდომობა, მიმღები ქვეყნის გადასახადები, საცხოვრებლის ხარჯები და ინტერნეტის სიჩქარე. მთლიანობაში ინდექსი მსოფლიოს 55 ქვეყანას აერთიანებს.
ესპანეთში ასეთი ვიზის აღება შეუძლიათ ყველას, ვისი მინიმალური შემოსავალიც თვეში 2140 ევროა. ამასთან, ესპანეთში რეიტინგში მოხვედრილ სხვა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ინტერნეტია და ცხოვრების ღირებულებაც საკმაოდ დაბალია.
რეიტინგის დანარჩენი პოზიციები ასე გამოიყურება:
• ესპანეთი
• გაერთიანებული საამიროები
• ჩეხეთი
• ბაჰამის კუნძული
• უნგრეთი
• კანადა
• რუმინეთი
• პორტუგალია
• ბრაზილია
• კიურასაო
დაბოლოს, რეიტინგს დიდი ბრიტანეთი ასრულებს.