LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი დისტანციურად დასაქმებული ადამიანებისთვის საუკეთესო ქვეყანაა

157
image

ესპანეთის ვიზა დისტანციურად დასაქმებული ადამიანებისთვის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს, ამის შესახებ Digital Nomad Visa-ს ინდექსი წერს.

ინდექსმა ის სხვადასხვა ფაქტორები გაითვალისწინა, რომელიც დისტანციურად დასაქმებული, საზღვრებს გარეთ მცხოვრები ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი. მათ შორისაა – ვიზის ხელმისაწვდომობა, მიმღები ქვეყნის გადასახადები, საცხოვრებლის ფასი და ინტერნეტის სიჩქარე. მთლიანობაში სიაში მსოფლიოს 38 ქვეყანა მოხვდა და თითოეულს თავისი პლუსები აქვს.

ესპანეთმა მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა. დისტანციურად დასაქმებულთა ვიზის მისაღებად მინიმალური შემოსავალი 2140 ევროს შეადგენს, რაც ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, ესპანეთში ინტერნეტის სიჩქარეც სხვა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი გამორჩეულია. ამ ვიზის მფლობელები 6 თვის განმავლობაში არ იხდიან გადასახადებს და ამ დროს დოკუმენტების გაფორმებას უთმობენ.

რეიტინგის მეორე ადგილზე არგენტინა გავიდა.

მესამეა რუმინეთი, სადაც ცხოვრების ღირებულება ყველაზე დაბალია, თვეში – 539 ევრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები