2024 წლიდან ესპანეთის აეროპორტებში ხელბარგიდან სითხის და ელექტრონული მოწყობილობების ამოღება აღარ იქნება საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.
უსაფრთხოების შემოწმების ზონაში დააყენებენ „ჭკვიან“ 3D სკანერებს, რომელიც გაუმჯობესებული რენტგენით იქნება აღჭურვილი. სისტემა ზუსტად ხედავს, თუ რა არის მგზავრის ჩანთაში მოთავსებული. სკანერებს ბარგში ასაფეთქებელი მოწყობილობის პოვნაც შეეძლებათ.
პირველი ორი აეროპორტი, სადაც სიახლეს დატესტავენ, ქვეყნის ყველაზე დიდი გასაფრენი ზონები იქნება – მადრიდის ბარახასი და ბარსელონას ელ-პრატი. ავიაბაზებში სკანერებს მომავალ წელს დააყენებენ. ამის შემდეგ კი ტექნოლოგია ნელ-ნელა ყველა სხვა ქალაქსაც დაემატება.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტექნოლოგიის დამონტაჟებას გეგმავენ კოპენჰაგენის აეროპორტშიც.