„უნდა გავაანალიზოთ, რა სიტუაციაა დასავლეთ ფლანგზე და რა არის საუკეთესო გზა სამივე სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად“, – ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟოზე მანუელ ალბარეს ბუენომ განაცხადა.
„უკრაინა, მოლდოვა, საქართველო – სამივე ქვეყანა ევროკავშირის ძალიან მჭიდრო პარტნიორია. განსაზღვრულია გზა, რომლისკენ სვლაც უნდა განვაგრძოთ. უნდა გავაანალიზოთ, რა სიტუაციაა დასავლეთ ფლანგზე და რა არის საუკეთესო გზა სამივე სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად“, – განუცხადა „პირველ არხს“ ჟოზე მანუელ ალბარეს ბუენომ.