LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთმა ტურისტებისთვის დღიური სახარჯო ფულის ოდენობა გაზარდა

147
IMG_0550

ესპანეთის პოპულარულმა კურორტებმა, მათ შორის ბალეარის და კანარის კუნძულებმა, მოგზაურებისთვის ახალი ცენზი შემოიღეს. ამიერიდან ტურისტებმა უნდა დაამტკიცონ, რომ დღეში სახარჯად მინიმუმ 113 ევრო აქვთ გათვალისწინებული. ესპანეთი ნამდვილად არ არის პირველი ქვეყანა, რომელიც უცხოელი ვიზიტორებისგან თავისი ფინანსური შესაძლებლობების დადასტურებას ითხოვს. სიახლის შესახებ Yahoo წერს.

ბუნებრივია, ახალმა წესმა მოგზაურთა დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ბევრი ტურისტი, განსაკუთრებით კი ბრიტანეთიდან, ამ ქვეყნის ბოიკოტს აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ესპანეთმა ე.წ. „ოქროს ვიზების“ პროგრამაც დახურა. ეს პროგრამა უცხოელებს უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში ცხოვრების უფლებით უზრუნველყოფდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები