LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში დიზელის ავტომობილებს სპეციალური გადასახადი დაუწესდებათ

87

ესპანეთში დიზელის ავტომობილებს სპეციალური გადასახადი დაუწესდებათ. მთვრობამ 2019 წლის საბიუჯეტო პროექტი დაამტკიცა და მასში ახალი გადასახადიც შეიყვანა. დიზელის ძრავიან ტრანსპორტზე დამატებითი გადასახადის დამატება ჰაერში მავნე გამონაბოლქვის რაოდენობას შეამცირებს, ელექტრომობილების პოპულარობას კი გაზრდის. გარდა ამისა, ხელისუფლება დარწმუნებულია რომ სიახლე სახელმწიფოს ფინანასებზე დადებითად აისახება. ხოლო თუ რამდენი იქნება გადასახადი, ამას მთავრობა მოგვიანებით გადაწყვეტს.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს მოწინააღმდეგეებიც მრავლად გამოუჩნდნენ და ისინი ფიქრობენ, რომ დიზელის ავტომობილებზე გადასახადის დაწესების ნაცვლად სახელმწიფომ ჰაერში მავნე გამონაბოლქვის კონტროლი უნდა დაიწყოს და გადასახადიც სწორედ ამის მიხედვით  დააწესოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები