ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გარდაცვლილი ქალის გადმოსვენებას დროში გააჭიანურებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი გარდაცვლილის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზე არიან და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მათთან შეთანხმების შედეგად მიიღებენ.
"ერთი სამწუხარო შემთხვევა გვაქვს": ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
გარდაცვლილს "კოვიდ 19"-თან ერთად სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.
შეგახსენებთ, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე, 74 წლის ქალი გუშინ გარდაიცვალა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ გარადაცვლილის ოჯახთან მუდმივი კავშირი აქვს და ყველაფერი მათი თანხმობის გარეშე მოხდება.