LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში მსოფლიოში პირველი ვერტიკალური ტყე გააშენეს

132
e5bc54e0-a340-4409-a7b3-2f2f4f516d62_medium

მსოფლიოში პირველი ვერტიკალური ტყე ბარსელონაში დარგეს. მისი საშუალებით მერიამ გადაწყვიტა ეჩვენებინა ხალხისთვის, თუ როგორ გამოიყურება ხეების ფესვების სისტემა, წერს Catalan News.

უჩვეულო ტყე მანჟუიკის პარკში, სასახლის კედელზე, 550 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსდა. ამ დროისთვის იქ 9 ხე იზრდება და თითოეულის წონა 5 ტონაა.

ტყის შემქმნელები აპირებენ, რომ მომავალში 100 სხვადასხვა სახეობის 19 ათასი მცენარე გაზარდონ და მათ შორის – ზეთისხილის ხე, ბროწეული, კვიპაროსი, თხილი, ტირიფი და ნაძვიც იქნება.

პროექტში მონაწილეობას 100-ზე მეტი სპეციალისტი იღებს, მათ შორის მებაღეები, აგრო-ინჟინრები და არქიტექტორები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები