LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში საჰაერო ბურთით პირველი მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა: ის ჟერარ პიკემ მოაწყო

53
Capture

ესპანეთში ისტორიაში პირველად ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი საჰაერო ბუშტით თამაშში Balloon World Cup. 32 ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობით ტურნირი 8X8 მეტრზე ზომის მოედანზე გაიმართა. მონაწილეებს ხელს უშლიდა მანქანები, დივნები და სხვა ობიექტები.
თამაშის ერთადერთი წესია ბურთის რაც შეიძლება დიდხან ჰაერში დატოვება და სხვებისთვის ხელის არშეშლა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირი მოაწყო „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ და კიბერსპორტის კომენტატორმა და ბლოგერმა იბაი ლიანოსმა.

2018 წელს პიკემ ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში ინტენსიური კურსი გაიარა. სწავლა 10 ათასი დოლარი დაჯდა.
პიკეს წილი აქვს კომპანიაში, რომელიც ნახევარფაბრიკატებს აწარმოებს. მან ფული ასევე დააბანდა Kypers-ის სათვალეების წარმოებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები