LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში საოჯახო საქმეებს უფრო სამართლიანად გადაანაწილებენ

137
230307162610-04-support-women-in

ესპანეთის თანასწორობის საკითხების სამინისტრომ შექმნა აპლიკაცია, რომელიც ოჯახებს მოვალეობების უფრო სამართლიანად გადანაწილებაში უნდა დაეხმაროს. სიახლე ქალებსა და მამაკაცებს საშუალებას მისცემს, რეგულარულად ჩაიწერონ და შეადარონ ყველაფერი რასაც სახლში გააკეთებენ, წერს CNN.

აპლიკაციაში ოჯახის ყველა წევრი არამხოლოდ ფიზიკური საქმიანობის შეტანას (მაგალითად, დალაგება, რეცხვა ან მზარეულობა), არამედ იმ აქტივობების ჩანიშვნასაც შეძლებს, რომელიც ინტელექტუალურ და ემოციურ დანახარჯს გულისხმობს: მაგალითად, მენიუს დაგეგმვა თუ მომსახურებაში დახმარება.

შემდეგ მთელი ინფორმაცია აისახება გრაფიკში, რომელიც ავტომატურად გენერირდება.

სამინისტროში ფიქრობენ, რომ მიღებული ინფორმაცია შესაძლოა სასარგებლო იყოს დებატებისთვის და საოჯახო საქმეების უფრო სამართლიანად გადანაწილებისთვის. ნაციონალური სტატისტიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, ამჟამად ქალები ოჯახებს კვირაში 12,5 საათით უფრო მეტს უთმობენ, ვიდრე კაცები. ამასთან, ესპანელი მამაკაცები სულ უფრო ხშირად ცდილობენ აიღონ დეკრეტული შვებულება და სახლის საქმეებშიც აქტიურად იყვნენ ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები