LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთი ციხეების გაქირავებას აპირებს

117
download

ესტონეთი ფიქრობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებები სხვა ქვეყნებს მიაქირაოს. იუსტიციის მინისტრის თქმით, ასეთ პროგრამას ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავლის, დაახლოებით 30 მილიონი ევროს მოტანა შეუძლია. სიახლის შესახებ Telegraph-ი წერს.

ესტონეთში, რომლის მოსახლეობაც 1,3 მილიონი ადამიანია, ბოლო პერიოდში კრიმინალის დაბალი დონე ფიქსირდება და 3 ციხე ნახევრად ცარიელია. იუსტიციის სამინისტროს იმედი აქვს, რომ ციხეების გაქირავება ფინანსირების წყაროდ გადაიქცევა.

ციხის დაქირავების კანდიდატ ქვეყანათა შორის არის მაგალითად დიდი ბრიტანეთი, რომელსაც პატიმრების სხვა ქვეყანაში გაშვება ბევრად იაფი დაუჯდება, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში ახალი ციხეების აშენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები