LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს“ – მარგუს ცაჰკნა

239
მარგუს ცაჰკნა

„ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს“,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა X-ზე წერს.

ცაჰკნა ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს რეაგირებისკენ.

„ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა კრიმინალურია და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება.

მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირებისა და ქმედებებისკენ“, – წერს ცაჰკნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g