LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EV Power – ელექტრომობილების დამტენი სადგურების ახალი ქსელი საქართველოში

634
EV Power

EV Power – საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების ახალი ქსელი გაიხსნა.

კომპანიის მიზანია, EV მძღოლებს შესთავაზოს შესაძლებლობა, დამუხტონ მათი ავტომობილები ნებისმიერ დროსა და ადგილზე – სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად.

სერვისის მისაღებად მძღოლმა უნდა გადმოწეროს აპლიკაცია, გაიაროს რეგისტრაცია, აირჩიოს დამტენი სადგური და დატენოს ავტომობილი.

„კომპანიის ისტორია 2021 წლიდან ევროპიდან იწყება, რა დროსაც დაიბადა იდეა, ჩვენი საერთაშორისო გუნდის ტექნიკური გამოცდილება მდგრადი განვითარებისკენ მიგვემართა. ზუსტად 1 წელიწადში ევროპის რუკაზე პირველი დამტენი სადგური გამოჩნდა. 2023 წელს ევროპის მასშტაბით 15-ზე მეტი სადგური გვქონდა. ამ რიცხვმა 2024 წელს კი 70 წერტილს გადააჭარბა.

დღეს EV Power ევროპული ჯგუფის Abio Green ოფიციალური წევრია, რომელიც მდგრადი და განახლებადი გადაწყვეტებით ენერგეტიკული სფეროს გარდაქმნაში მონაწილეობს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ელექტრომობილების დამტენი სადგურების საერთაშორისო ქსელს ვმართავთ.

რადგან EV Power-ის დამფუძნებლები ქართველები ვართ, სულ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ევროპული ცოდნა და გამოცდილება საქართველოში გადმოგვეტანა და ქართველი EV მძღოლებისთვისაც შეგვეთავაზებინა ევროპული სტანდარტების სერვისი”, – რატი ახვლედიანი, EV Power-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში დამონტაჟებულია 70-ზე მეტი დამტენი სადგური. ამ ეტაპზე დაფარულია თბილისის ყველა უბანი. გარდა ამისა, კომპანიას აქვს მიმდინარე პროექტები ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალებზე, რათა უახლოეს მომავალში დაიფაროს მთელი საქართველო. 

EV Power-ის მიზანია, ელექტრომობილების ქართველ მფლობელებსაც შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი, რათა მათ სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად დამუხტონ ავტომობილები და სულ მწვანეზე იარონ!

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g