ევა ლონგორიას საქორწინო კაბას ვიქტორია ბექჰემი შეუკერავს. ცნობილია, რომ ისინი დიდი ხნის მეგობრები არიან, ამას ხშირად ახსენებენ ინტერვიუებში, ხოლო სოციალურ ქსელში ერთობლივ ფოტოებს აზიარებენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლონგორიას და მის საქმროს, ხოსე ანტონიო ბასტონს ნიშნობა ჰქონდათ. წყვილის ქორწილი 2016 წლის ზაფხულში შედგება.