ევაკუაცია თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში – მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
ერთ-ერთი ვერსიით, 112-ში სავარაუდო ასაფეთქებელ მოწყობილობაზე შევიდა ინფორმაცია, მეორე ვერსიით კი შენობებში სიგნალიზაცია ჩაირთო, რის გამოც ადმინისტრაციებმა საგაკვეთილო პროცესიდან ბავშვებისა და პედაგოგების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს.
სკოლებთან ამ დროისათვის სამართალდამცველები არიან მობილიზებული, თავად დირექციები კი ამ ეტაპზე განცხადებას არ აკეთებენ.
დამატებითი დეტალების დაზუსტებას, „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.