LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროატლანტიკური ინტეგრაცია ყოველთვის იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზანი: გიორგი გახარია

90
55

“ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ყოველთვის იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზანი, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში. მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი პირდაპირ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში სრულ ინტეგრირებას, ისევე, როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებას,”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, საგარეო პარტნიორების მეტი წარმომადგენლობა რეგიონში, არის საქართველოს შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელოვანი საფუძველი:

რატომ დასახელდა მთავრობა ძველი შემადგენლობით: გახარია 2 მიზეზს ასახელებს

“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლო პერიოდში რეგიონში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდა, რომ ჩვენი პარტნიორების მეტი წარმომადგენლობა ჩვენს რეგიონში, არის საქართველოს შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი. ამიტომ, იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით, მოგეხსენებათ 2019-2020 წელი იყო საუკეთესო წლები ამ თანამშრომლობის გაღრმავების და ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით, ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ და უნდა გავხსნათ ახალი მიმართულებები, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის შავი ზღვის, უსაფრთხოება, სადაც საქართველოს შეუძლია მისი კონკრეტული ფუნქციის შესრულება.” – თქვა გიორგი გახარიამ.

ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება: გახარია

magti 5g