LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი ომით განადგურებული ქვეყნის ეკონომიკას გაძლიერებს: საექსპორტო ტარიფები გაუქმდება

77
1200x-1

ევროკავშირი უკრაინის ექსპორტზე ყველა დარჩენილი ტარიფისა და კვოტების მოხსნას განიხილავს. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ მიზანი ომით განადგურებული ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებაა. შესაბამისი გადაწყვეტილება შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გამოცხადდეს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი უკრაინის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და 2019 წელს ქვეყნის ვაჭრობის 40%-ზე მეტს შეადგენდა. ამავე წელს, ევროკავშირსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვამ $46 მილიარდს მიაღწია. უკრაინის ძირითად საექსპორტო საქონელს შორისაა: რკინა, ფოლადი და სოფლის მეურნეობის პროდუქტები.

უკრაინასა და ევროკავშირს 2016 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვთ, რომელმაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბარიერების უმეტესობა აღმოფხვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები