ბერლინში ევროკავშირის დამფუძნებელი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე რეაგირება „ისტერიკისა და შოკის გარეშე“ უნდა მოახდინოს.
გერმანიის, ბელგიის,, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, იტალიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში მიმდინარე შეხვედრაზე ბრიტანეთში რეფერენდუმის შედეგებზე იმსჯელებენ.