LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროკავშირის წევრობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ბრიუსელის ბიუროკრატიას მათხოვრობას არ დავუწყებთ, ბრიუსელის ბიუროკრატიას აი, ეს უნდოდა – ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების ყველა სიტყვას კიდევ ერთხელ ვაწერთ ხელს“ – შალვა პაპუაშვილი

129
შალვა პაპუაშვილი

„ჩვენ ევროკავშირის წევრობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ბრიუსელის ბიუროკრატიას მათხოვრობას არ დავუწყებთ – ბრიუსელის ბიუროკრატიას აი ეს უნდოდა! – ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების ყველა სიტყვას კიდევ ერთხელ ვაწერთ ხელს!“, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის შეფასებითვე, „ერთ წელზე მეტია, საქართველოში გარედან მართული ტერორი მიმდინარეობს“.

„არ ვიცი, რატომ იკლებენ დღეებს – ზოგადად, პროტესტი 2024 წლის 26 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყო, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ და აქ მყოფმა რამდენიმე ელჩმა გაიგეს, რომ ქართველ ხალხთან პირწმინდად დამარცხდნენ. სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა და ამ ყველაფერს უწოდა რუსული სპეცოპერაცია, გაყალბება, 300 000 ზეციური ქართველი და ასე შემდეგ. პროტესტი 26 ოქტომბრიდან არის, რომელიც მარტივი კაპრიზიდან მოდის, რომ უმცირესობამ უმრავლესობა მართოს, რომ საქართველო გარედან იმართოს და ხელისუფლებაში იყვნენ ცალ ფეხზე მდგომები და არა საქართველოს ინტერესების გამტარებლები. როგორც ჩანს, თარიღი ერევათ და არ ვიცი, რატომ იკლებენ!

ერთ წელზე მეტია გარედან მართული ტერორი მიმდინარეობს იმისთვის, რომ ხელისუფლება ანტიდემოკრატიული გზებით ჩაანაცვლონ. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას, წაიკითხეთ – ყველა მის სიტყვას კიდევ ერთხელ ვაწერთ ხელს. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დადასტურდა, თუ რამდენად სწორი იყო ეს განცხადება. 2024 წლის 27 ივნისს, ბრიუსელმა იმისათვის, რომ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა, გაწევრიანების საკითხებზე საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი ცალმხრივად შეწყვიტა ეს ცოტა ხნის წინ, მათ შორის საელჩომ აღიარა. ასე რომ, ის რაც 2024 წლის ივნისში შეწყდა, 2024 წლის ნოემბერში ვერ შეჩერდებოდა.

2024 წლის 26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის მონაკვეთში ჩანდა, რომ ქართველ ხალხთან დამარცხებული ზოგიერთი ბიუროკრატი და პოლიტიკოსი ცდილობდა, რომ ევროკავშირის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოეყენებინა და საქართველო და ქართველი ხალხი მუდმივი შანტაჟის ქვეშ ჰყოლოდა: – თუ მარცხენა ფეხზე დადგები მოლაპარაკებას ამ საკითხში გაგიხსნი, თუ მარჯვენა ფეხზე დადგები მოლაპარაკებას მეორე საკითხზე გაგიხსნი. უნდოდათ ქართველი ხალხი ასეთ დამამცირებელ მდგომარეობაში დაეყენებინათ.

ამიტომაც ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულ მზაობას აცხადებდა, რომ გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის. 2030 წელს საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის და ეს ასეც რჩება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ჩვენ ბრიუსელის ბიუროკრატიას მათხოვრობას არ დავუწყებთ. ბრიუსელის ბიუროკრატიას აი ეს უნდოდა, რომელიც პირდაპირ ჩაერია მისი ელჩის ხელით საქართველოს არჩევნებში, რომლის პოლიტიკოსებიც ჩამოდიოდნენ და აქ მიტინგებს გვიწყობდნენ.

დღეს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ვნახე, რომელიც ერთი სიტყვით არ გამიჯვნია შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელიც აქ ხალხს მეიდნისკენ მოიწოდებდა. შარშან ბრიუსელი და ევროპელი პოლიტიკოსები ამას გვიკეთებდნენ! აქ უნდოდათ მაიდანი – აქ უნდოდათ სისხლისღვრა, არეულობა, ოღონდ ხელისუფლებაში საკუთარი მარიონეტები მოეყვანათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g