LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა რუსეთში პრემიული ავტომობილების, ჰიბრიდებისა და ელექტროქარების ექსპორტი სრულად აკრძალა

121
mercedes

პრემიული ავტომობილები ევროპიდან რუსეთში ვეღარ მოხვდება. ევროკომისიამ სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში ლუქს კლასის ავტომობილების, როგორც ახლების ასევე მეორადების შეტანას კრძალავს. ასევე იკრძალება ნებისმიერი ჰიბრიდული თუ ელექტრონული აგრეგატის მქონე მანქანის ექსპორტიც. შეგახსენებთ, რომ აქამდე სანქციები მხოლოდ იმ ავტომობილებს შეეხებოდა, რომელთა ფასიც 50 ათას ევროზე მეტი იყო, ამიერიდან კი ფასს ყურადღებას აღარ მიაქცევენ.

რუსეთთან დაკავშირებული სანქციები, რომელიც აშშ-დან და ევროკავშირიდან ავტომობილთა ტრანსპორტირებას შეეხებოდა, პირველად გასული წლის გაზაფხულზე დაამტკიცეს. ამ გადაწყვეტილებამ რუსეთის ბაზრის პრემიულ სეგმენტს დიდი დარტყმა მიაყენა. ამიერიდან კი შეზღუდვები ელექტრიფიცირებულ ავტომობილებზეც გავრცელდება – როგორც სრულად ელექტრონულ, ასევე ჰიბრიდულზე. აკრძალვის ქვეშ მოექცა ის მოდელები, რომელთა ღირებულებაც 50 ათას ევროზე ნაკლებია, თუმცა 1,9 ლიტრის მოცულობის აგრეგატითაა აღჭურვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები