LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშრირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ექვსი თვით გაახანგრძლივდება

103
ევროკავშირი

ევროკავშირი, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 6 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდა.

ქერჩის სრუტეში, უკრაინელი მეზღვაურების დაკავებასთან დაკავშირებით, სანქციები დამატებით რვა ფიზიკური პირის წინააღმდეგ დაწესდა. გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარინ კნეისლიმ გასულ კვირას თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

რუსეთის ძალოვანმა უწყებებმა უკრაინელი მეზღვაურები, გასული წლის 25 ნოემბერს დააკავეს.

magti 5g