LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისია სოციალურ ქსელ X-ს ციფრული კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს

188
page

ევროკომისია სოციალურ ქსელ X-ს ევროკავშირში მოქმედი ციფრული მომსახურების შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

ევროკომისიამ კომპანიის მიერ უკვე სამი კანონდარღვევა გამოავლინა. სოციალური ქსელის მიერ პროფილის ვერიფიკაციის პოლიტიკა, გაუმჭვირვალე სარეკლამო პოლიტიკის გატარება და მკვლევრებისთვის საერთო სარგებლობაში არსებულ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, – სწორედ ამ სამ დებულებაში ადანაშაულებს ევროკომისია სოციალურ ქსელს.

თუ X-ის მმართველების პასუხები არადამაკმაყოფილებელი იქნება, ევროკომისია იტოვებს უფლებას დააჯარიმოს კომპანია. ჯარიმის ოდენობა წლიური შემოსავლის 6%-ით განსაზღვრება.

„მომავალში აღარ იქნება ტელეფონები“ – ილონ მასკი განცხადებას ავრცელებს

ილონ მასკი X-ის გაცნობის აპლიკაციად გარდაქმნას აპირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები