LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ავიამგზავრებს ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა რეისების შერჩევა შეეძლებათ

106
airplane-over-a-map-of-the-26-countries-of-the-Schengen-Zone

ზაფხულის დასაწყისისთვის მგზავრები ევროპაში ეკოლოგიურად სუფთა რეისების შერჩევას მავნე გამონაბოლქვის ოდენობის მიხედვით შეძლებენ. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალური საიტი წერს.

ამჟამად ავიაკომპანიები და ბილეთების სერვისები გამონაბოლქვის გამოსათვლელად სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ. ახალი სისტემა, რომელიც ევროპაში უსაფრთხო ფრენების სააგენტომ შეიმუშავა, ყველასთვის საერთო წესებს დააწესებს. ანგარიშში გათვალისწინებული იქნება ისეთი პარამეტრები, როგორიცაა საწვავის სახეობა, თვითმფრინავის ტიპი, მგზავრების საშუალო ოდენობა თუ ბორტზე ტვირთის წონა. ავიაკომპანიები ახალ სისტემაში მონაწილეობის მიღებას ნებაყოფლობით შეძლებენ. რეისების მოძებნის ან ბილეთების შეძენის დროს გამონაბოლქვის შესახებ ინფორმაციის გვერდით დართული იქნება სპეციალური ლოგოტიპი, რომელიც მონაცემთა სანდოობას დაადასტურებს.

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მატარებლით გადაადგილება თითქმის 5-ჯერ უფრო ეკოლოგიურია ვიდრე ფრენა. სწორედ ამიტომ, ევროპის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, მოქალაქეებს გადაადგილების ეკოლოგიური გზების არჩევის მეტი მოტივაცია მისცენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები