LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები

107
ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები

ყველაზე პოპულარული მანქანების ევროპულმა სიამ ლიდერი შეიცვალა. 2025 წლის მარტში პირველობა ჰეტჩბეკ Peugeot 208-ს ხვდა წილად. ერთი თვის ჯამში ევროპელებმა მოდელის 25 241 ეგზემპლარი იყიდეს, რაც 2024 წლის მარტთან შედარებით 7%-ით უფრო მეტია. ხოლო წინა ლიდერს – Dacia Sandero-ს – ამჯერად მხოლოდ მეორე პოზიცია ხვდა წილად.

ჰეტჩბეკი ევროპულ ავტო ბაზარზე 2025 წლის თებერვალში და იანვარში ლიდერობდა. მარტში კი მასზე არჩევანი 24 577-მა მყიდველმა შეაჩერა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 6%-ით ნაკლებია.

ლიდერთა სიაში მესამე ადგილი ჰეტჩბეკმა Renault Clio-მ 23 062 რეალიზებული ეგზემპლარით დაიკავა.

მეოთხე ადგილზე კროსოვერი Nissan Qashqai განთავსდა, 22 826 მანქანით და გაყიდვების 9%-იანი ვარდნით. მეხუთე კი ისევ ერთი ჰეტჩბეკი – Volkswagen Golf გახდა, მისი შედეგი 21 553 ავტომობილია და მოთხოვნის ზრდა მის შემთხვევაში 17% იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები