LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის 2023 წლის ხე პოლონეთში გაზრდილი მუხა გახდა

140
Capture

პოლონეთში, ქალაქ ლოძში გაზრდილი მუხა სპეციალური ჯილდოს „ევროპის 2023 წლის ხის“ მფლობელი გახდა. 180 წლის ხეს ხმა თითქმის 46 ათასმა ადამიანმა მისცა, წერია დაჯილდოების ოფიციალურ საიტზე.

მუხა დარგულია ლოძის მთავარი პარკის სკვერში, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს შეიქმნა და ლოძის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ეკუთვნის. ხის ერთ-ერთ ტოტს “S”-ის ფორმა აქვს და 20 მეტრზე მეტი სიგრძისაა. მუხის უზარმაზარ ჩრდილში შეკრება ძალიან უყვართ სტუდენტებს.

რეიტინგის მეორე ადგილი წილად სლოვაკეთში მდებარე მუხა-დრაკონს ერგო. მას ხმა 18 ათასმა ადამიანმა მისცა. ხე თავისი ფორმით მჯდომარე დრაკონს ჰგავს და ლეგენდის მიხედვით, ეს მუხა ადგილობრივებს დაპყრობისგან 700 წლის განმავლობაში იცავდა.
და ბოლოს, მესამე ადგილი 14 ათასი ხმით უკრაინულმა, კროლევეცის მხარეში გაზრდილმა ვაშლის ხემ დაიკავა. ხეს განსაკუთრებული ფორმის გარდა ის ფაქტიც გამოარჩევს, რომ უკვე რამდენიმე ასწლეულია თვალს ახარებს.

აღსანიშნავია, რომ საინტერესო კონკურსი 2011 წლიდან ტარდება და მისი მიზანი ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები