ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბაკი (EBRD) მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს. საკითხზე ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„EBRD-მა მკაცრად დაგმო უკრაინის წინააღმდეგ ომი. მოსკოვსა და მინსკში ოფისების დახურვის გადაწყვეტილება ის გარდაუვალი შედეგია, რომელიც ბელარუსის დახმარებით რუსეთის ფედერაციის ქმედებებმა გამოიწვიეს“, – წერია EBRD-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და ომით დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად, ის უკვე შეთანხმდა 2 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზე.