LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საბჭო დროებით შეთანხმდა, რომ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს არ მიიღებს

72
BeFunky-collage - 2022-11-10T232538.794

ევროპის საბჭო დროებით შეთანხმდა, რომ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს არ მიიღებს.

“ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის რუსული საერთაშორისო პასპორტების გაცემის შესახებ. ეს ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, უკრაინაში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის.

ამ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები უკვე არ არის აღიარებული ან არ აღიარების პროცესშია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საერთო მიდგომის ჩამოყალიბებას, გარე საზღვრის გამართული ფუნქციონირებისა და საერთო სავიზო პოლიტიკის უზრუნველყოფასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას.”, – ვკითხულობთ ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g