ევროპის საუკეთესო კაიაკერები მდინარე ბჟუჟზე დაეშვნენ,- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ბჟუჟის ხეობაში, სპორტის ექსტრემალური სახეობის, კაიაკინგის ჩემპიონატი Bzhuzha Race იმართება.
ჩემპიონატში ცხრა ქვეყნის 60-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატს ოზურგეთი უკვე მეოთხედ მასპინძლობს. წელს შეჯიბრში ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.
ფინალური დაშვება და გამარჯვებულების დაჯილდოვება დღეს, 10 მაისს, 19:00 სთ-ზე გაიმართება.









ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან საქართველოს კაიაკინგის საერთაშორისო ფედერაცია, გურიის სამხარეო ადმინისტრაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის-სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილება.
