LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპულ სასამართლოში გიგი უგულავას სამი ადვოკატი, მათ შორის შალვა შავგულიძე დაიცავს

171
unnamed

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავა საქმე უახლოეს დღეებში სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება. ამის შესახებ „ფორტუნას“ ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა.

„გიგი უგულავას უფლებებს ევროპულ სასამართლოში სამი ადვოკატი დავიცავთ – მე, ბექა ბასილაია და სანდრო ბარამიძე. ხელისუფლება ორმაგ თამაშს თამაშობს. ერთის მხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებდე და მეორეს მხრივ მოლაპარაკებებიდან გამოსულ ადამიანს იჭერდე, არასწორია. მე ვიცნობ გიგი უგულავას საქმეს, სერიოზული დარღვევებით წარმართული საქმეა და ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ჩვენ ევროპულ სასამართლოს მივმართავთ“, – ამბობს შალვა შავგულიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილებით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერსა და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოცხადდა. თავად პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას  „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეხვდა.

პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები