LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული კალათბურთი იცვლება: როგორ ითამაშებენ საუკეთესო გუნდები

153

საკალათბურთო ევროლიგის ხელმძღვანელობამ ტურნირის ფორმატის შეცვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა, რომელიც უკვე მომავალი სეზონიდან შევა ძალაში.

16 გუნდი ჯგუფებად არ დაიყოფიან და ერთმანეთში ორწრიან ტურნირს ჩაატარებენ. თითოეულს რეგულარულ ჩემპიონატში 30 მატჩის გამართვა მოუწევს. რვა საუკეთესო მეოთხედფინალში გავა, სადაც ხუთმატჩიანი სერიები გაიმართება “ოთხთა ფინალში” მოსახვედრად.

A ლიცენზიის მქონე 11 კლუბს გარანტირებული აქვს 2016-17 წლების სეზონში თამაში. ესენი არიან: “ბარსელონა”, “ლაბორალ კუტჩა”, “რეალი” (ყველა ესპანეთი), “ეფესი”, “ფენერბაჰჩე” (ორივე თურქეთი), “მილანი” (იტალია), “მაკაბი” (ისრაელი), “ოლიმპიაკოსი”, “პანათინაიკოსი” (ორივე საბერძნეთი), ცსკა (რუსეთი) და “ჟალგირისი” (ლიტვა).

მათ შეუერთდებიან: ადრიატიკის ლიგის, გერმანიისა და რუსეთის ჩემპიონატების გამარჯვებულები, აგრეთვე უაილ-ქარდის მფლობელი, რომელსაც 2017-18 წლების სეზონიდან მოყოლებული, სამუდამოდ ჩაანაცვლებს ესპანეთის წარმომადგენელი.

რაც შეეხება ევროთასის გათამაშებას, მასში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც ოთხ ჯგუფად დაყოფენ. თითო ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო მეოთხედფინალში გააგრძელებს ბრძოლას.

რეგულარულ ჩემპიონატში თამაშის უფლებას მიიღებენ: სამ-სამი გუნდი ადრიატიკის ლიგიდან, ესპანეთისა და რუსეთის ჩემპიონატებიდან, ორი გუნდი ბუნდესლიგიდან, აგრეთვე აეკ (საბერძნეთი), იერუსალიმის “ჰაპოელი” (ისრაელი), “სასარი”, “ტრენტო”, “რეჯანა” (იტალია), “ლეტუვოს რიტასი” (ლიტვა), “სტელმეტი” (პოლონეთი) და “გალათასარაი” (თურქეთი).

კიდევ ოთხი საგზური უაილდ-ქარდის მეშვეობით გადანაწილდება, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებენ – უკრაინა, ბელგია, საფრანგეთი, იტალია, ლიტვა, თურქეთი, ბრიტანეთი და ადრიატიკის ლიგის წარმომადგენლები. კიდევ ერთ სპეციალურ მიწვევას გარანტირებულად მიიღებს ესპანეთის ჩემპიონატის მონაწილე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g