LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭოში ადასტურებენ, რომ რუსეთის არცერთი უკანონო აქტი არ არის იურიდიულად მოქმედი – კვირიკაშვილი

76

ჩვენ მივესალმებით, ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას საკითხზე – „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც არის ჩვენი სწორი საგარეო და შიდა პოლიტიკის დადასტურება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ადამიანის უფლებების კუთხით იქ არსებული მდგომარეობა 2014 წლის შემდეგ აქტიურად განიხილება ევროსაბჭოს ფორმატში, რაც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვისთვის.

„ევროპის საბჭოში მიღებული გადაწყვეტილებები 2014 წლის შემდეგ წარმოადგენს ძალიან მკაფიო საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის, სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე  და არსებულ ვითარებაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროპის საბჭოს ქვეყნები ადასტურებენ, რომ რუსეთის არცერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, არ არის სამართლებრივად, იურიდიულად მოქმედი და არ აქვს მას სამართლებრივი შედეგი. ასევე, ისინი გამოხატავენ შეშფოთებას  არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის  ხელყოფაზე და ადამიანების  უკანონო გატაცებასა და დაკავების სხვა ფაქტებზე,“ – აღნიშნა პრემიერმა.

გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროსაბჭო მიესალმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პაკეტს და გამოუცხადა ღია მხარდაჭერა მას.

„ევროპის საბჭოს, ისევე როგორც საქართველოს სხვა პარტნიორების მხრიდან ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის აღიარება უმნიშვნელოვანესია  შემდგომში მისი ეფექტური განხორციელებისთვის,“ –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g