კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროვიზიაზე წელს საქართველოს სახელით თათია კობალაძე უნდა წავიდეს. ამის შესახებ კომპოზიტორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მომღერლის შესახებ წერს.
„ევროვიზიაზე უნდა წავიდეს თათია კობალაძე იმიტომ კი არა რომ ვინმეზე ან უკეთ მღერის ან ნაკლებად არა დღეს ყველა კარგად მღერის!!! მაგრამ თათიას აქვს მებრძოლი ხასიათი სულ რაღაც 2 კვირის წინ ამოიკვეთა სიმსივნე და მისი სული ისევ ანთებულია კონკურსისკენ სადაც დიდი გამოცდილებით სარგებლობს და აქვს კონკურსების იმუნიტეტი!
სიმღერა კი ჩემი დაწერილია, მაგრამ, რომც არ იყოს, მაინც თათია არის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მსოფლიო ქალებს მისცემს იმედს და დაამტკიცებს, რომ კიბო განაჩენი არ არის. სიმღერაც ამაზე გვაქვს !!!
ვფიქრობ რომ ეს სერიოზული ქეისია და იმედი იმ ადამიანების, ვინც თათიასავით უშიშარი არ არის და ყველაფერი დასრულებული ჰგონია!
თქვენ რას იტყვით მეგობრებო ?
თათიას აქვს ის ენერგია რომ წარმატება მოგვიტანოს!“, – წერს მაია კაჭკაჭიშვილი.