LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-ზე ბმულის გაზიარება შესაძლოა ფასიანი გახდეს

269
page

Facebook-მა შესაძლოა, მომხმარებელთა ნაწილს ბმულების გაზიარებაზე შეზღუდვა დაუწესოს და ის ფასიანი გახადოს. Meta-ს განცხადებით შეზღუდვა უკვე ტესტირების რეჟიმშია.

გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში მომხმარებელთა ნაწილმა უკვე მიიღო შეტყობინება, რომ პლატფორმაზე მხოლოდ თვეში 2 ბმულის გაზიარებას შეძლებენ გამოწერის გარეშე, რაც ყოველთვიურად 9.99 ფუნტი სტერლინგის გადახდას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ Meta-ს ეს სიახლე ჯერჯერობით მხოლოდ არა ვერიფიცირებულ, პროფესიონალური რეჟიმის მქონე მომხმარებლებსა და გვერდებს ეხებათ.

მედიის კონსულტანტმა, მეთ ნავარამ, „სკრინშოტი“ გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, კრეატორებმა Meta-სგან შეტყობინება მიიღეს, რომელიც ამბობს:

„Meta Verified-ის არმქონე ზოგიერთი ფეისბუკ პროფილი, მათ შორის შენიც, თვეში მხოლოდ ორ ორგანულ პოსტში შეძლებს ბმულების გაზიარებას“.

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები