LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფანები ამტკიცებენ, რომ ბრედ პიტის ახალი რჩეული, მსახიობის ყოფილ მეუღლეს, ჯენიფერ ენისტონს ჰბაძავს

606
ფანები ამტკიცებენ, რომ ბრედ პიტის ახალი რჩეული, მსახიობის ყოფილ მეუღლეს, ჯენიფერ ენისტონს ჰბაძავს

სოციალური ქსელების მომხმარებლები დარწმუნებულები არიან, რომ ბრედ პიტის 34 წლის რჩეული, ინეს დე რამონი პიტის ყოფილ მეუღლეს, ჯენიფერ ენისტონს ჰბაძავს. ამის მიზეზი ,,ვენეციის კინოფესტივალზე” რამონის კაბა გახდა, რომელიც ძალიან ჰგავდა ენისტონის 2020 წლის კაბას, რომლითაც ის გილდიის დაჯილდოებაზე იმყოფებოდა.

ეს სწორედ ის ღონისძიებაა, სადაც ენისტონი და პიტი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ერთმანეთს შეხვდნენ. რამონს წითელ ხალიჩაზე ზუსტად ისეთივე კაბა აცვია, როგორიც თავის დროზე ენისტონს ეცვა, ეს კი გულშემატკივრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

საინტერესოა, რომ პიტი და ენისტონი 2000 წლიდან 2005 წლამდე იყვნენ დაქორწინებულები. მათი განქორწინების მიზეზი, პიტისა და ანჯელინა ჯოლის რომანი გახდა.

ინეს დე რამონი ბრედ პიტამდე, ჰოლივუდში ყველაზე პოპულარულ ბიჭზე იყო დაქორწინებული

პოლ უესლიმ ინეს დე რამონს ალიმენტის გადახდაზე უარი უთხრა – წყვილი განქორწინდა, ბრედ პიტს გზა ხსნილი აქვს

„ბრანჯელინას“ შეხვედრა წითელ ხალიჩაზე გარდაუვალია – ბრედ პიტი „ვენეციის კინოფესტივალზე“ ახალ შეყვარებულთან ერთად მივიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები