LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფანელის ღამის პერანგი მაცვია, რადგან მარტოხელა ვარ“ – 87 წლის ჯეინ ფონდა ახალ სიყვარულს ელოდება

253
„ფლანელის ღამის პერანგი მაცვია, რადგან მარტოხელა ვარ“ – 87 წლის ჯეინ ფონდა ახალ სიყვარულს ელოდება

ჯეინ ფონდა ამბობს, რომ არავისთან შთაბეჭდილების მოხდენას არ ცდილობს. შაბათს, 19 ივლისს, The Times-თან გამოქვეყნებულ ინტერვიუში, 87 წლის მსახიობმა გაამხილა, თუ რას იცვამს საწოლში. „ფანელის ღამის პერანგი მაცვია, რადგან მარტოხელა ვარ, მამაკაცთან ყოფნისას არასდროს ჩავიცვამდი“ – განაცხადა მან.

ფონდა 1965 წელს ფრანგ კინორეჟისორ როჯერ ვადიმზე დაქორწინდა. რვაწლიანი ქორწინების განმავლობაში ისინი პარიზში ცხოვრობდნენ და ქალიშვილი ვანესა შეეძინათ. შემდეგ მსახიობი 1973 წელს აქტივისტ ტომ ჰეიდენზე დაქორწინდა და მათ ვაჟი, ტროი გერიტი ჰყავთ. 1991 წელს მან კვლავ იპოვა სიყვარული CNN-ის დამფუძნებელ ტედ ტერნერთან და წყვილი 10 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული.

გამოცემა The Times-თან საუბრისას, ვარსკვლავმა დასძინა, რომ იოგას შარვალი მისი ყველაზე „ძვირფასი“ ტანსაცმელია, რადგან მათი ჩაცმა-გახდა მარტივია და კომფორტულია. როდესაც ფონდას სტილის აღწერა სთხოვეს, მან ერთი სიტყვა გამოიყენა: „მარტივი“ თუმცა, მან აღნიშნა, რომ ბოლო დროს მისი გარდერობი უფრო ნათელი გახდა.

„მას შემდეგ, რაც თმა გამიჭაღარავდა, მეტ ფერს ვიცვამ, მათ შორის ყვითელსა და მწვანეს“ – განმარტა მან.

86 წლის ჯეინ ფონდა და 66 წლის ენდი მაკდაუელი „ლორეალის“ ჩვენებაზე ბრწყინავდნენ

როცა გამოხედვაც ახალგაზრდული გაქვს – 86 წლის ჯეინ ფონდას თვალწარმტაცი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები