ერთადერთი კონცერტი, რომელიც ფარელ უილიამსს ისრაელში უნდა გაემართა, გაუქმებულია. ამის შესახებ ცნობილი უილიამსის ფეისბუქ-გვერდზე გახდა.
ოფიციალური ვერსიის თანახმად, კონცერტის გაუქმება მისი გადატვირთული გრაფიკით აიხსნება, თუმცა ცნობილი ხდება ისიც, რომ 14 ათასი ბილეთიდან მხოლოდ 8 ათასია გაყიდული, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და მუსიკოსის უარი, შესაძლოა, სწორედ ამას უკავშირდებოდეს.
ფარელის პროდიუსერი არ გამორიცხავს, რომ ისრაელში კონცერტი შესაძლოა მოგვიანებით მაინც შედგეს.